LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა და უეფა რუსეთში მოთამაშე უცხოელებს ათავისუფლებს: გაწყვიტეთ კონტრაქტი და თავი დააღწიეთ რუსეთს – მიდი ხვიჩა, ისარგებლე შანსით

77
274280208-124144250167638-8025576214070965415-n

ფიფა და უეფა რუსულ კლუბებთან დაკავშირებულ უცხოელებს უფლებას მისცემს კონტრაქტები გაწყვიტონ.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება 7-10 დღის განმავლობაში. თუ ფეხბურთელები კონტრაქტებს ცალმხრივად გაწყვეტენ, ეს მათ მომავალზე უარყოფითად არ იმოქმედებს. მათ ამის გამო არავინ არ დასჯის.

გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები, რათა ფეხბურთელებმა შეძლონ რუსეთის დატოვება, სტამბოლის ან ბელგრადის გავლით, რომლებიც რუსული თვითმფრინავებისთვის ჯერ ისევ ღიაა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთ შესაძლებლობას თითქმის 150 ფეხბურთელი მიიღებს რუსეთის პირველი და მეორე ლიგიდან. მათთვის არანაირი სანქცია არ მოყვება.
ეს დაკავშირებულია რუბლის დევალვაციასთან, ასევე იმასთან, რომ ფაქტობრივად ყველა კლუბს სახელმწიფი ფლობს“, – Jutarnij List-ს მოყავს წყაროს სიტყვები ხორვატიის საფეხბურთო კავშირიდან.

რას იზამენ ჩვენი ფეხბურთელები? ვნახოთ ისარგებლებენ თუ არა ისინი ამ შანსით და თუნდაც ხვიჩა კვარაცხელია დააღწევს თუ არა თავს კოშმარს სახელად რუსეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები