ფიფამ კომპანია Sportradar-თან თანამშრომლობა დაიწყო ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით.
ამრიგად, ფიფა ერთობლივად მიადევნებს თვალს საეჭვო ფსონებს და სქემებს სხვადასხვა ტურნირებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ფიფა მჭიდროდ იმუშავებს ექვს კონტინენტურ კონფედერაციასთან, რათა მთელმა მონაცემებმა შესაბამის ორგანიზაციებში მოიყაროს თავი.
გარდა ამისა, ფიფას შეუძლია დაეყრდნოს Sportradar-ის ექსპერტების მონაცემებსა და კვლევებს.