LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat მანქანებს ვეღარ უშვებს და დამცავი ნიღბების წარმოება დაიწყო

92
prbd

კომპანია Fiat Chrysler Automobiles–მა პროფილი შეიცვალა და მანამ სანამ ავტომობილებს დროებით ვეღარ აწარმოებს, დამცავი ნიღბების კეთებით დაკავდება.

ბრენდის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, საუბარი აზიის ტერიტორიაზე მდებარე ერთ–ერთ საწარმოზეა. გეგმის მიხედვით, უახლოეს კვირებში წარმოების მაჩვენებელი თვეში მილიონი ნიღაბი უნდა გახდეს. ამ ნიღბების ექსპორტი კი მთელ მსოფლიოში უნდა დაიწყონ. გარდა ამისა, Fiat მედიკოსებთანაც თანამშრომლობს და მომავალში Ferrari–ს გუნდთან ერთად სამედიცინო აპარატერის გამოშვებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ორმა ავტოგიგანტმა იტალიისთვის ასობით სასუნთქი აპარატი შეიძინა. ჯანდაცვის ფონდში მილიონებიც გადარიცხა და სპეციალურ სამსახურებს საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად ავტოპარკიც სრულებით უფასოდ დაუთმო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები