LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat 500 „პლაჟის“ პიკაპად გადააქციეს

77

Fiat 500 „პლაჟის“ პიკაპად გადააქციეს და მასში შხაპიც კი ჩაამონტაჟეს. ატელია Garage Italia-მ და დიზინერთა სტუდია Pininfarina-მ Fiat-თან თანამშრომლობით უნიკალური ავტომობილი შექმნეს. ჩვეულებრივი მოდელისგან „პლაჟის“ Fiat იმით განსხვავდება, რომ სახურავი არ აქვს, საქარე მინა კი ბევრად დაბალია. როგორც ვინტაჟურ სპიდსტერებს, სიახლესაც პატარა საბარგული აქვს და რაც ყველაზე საინტერესოა, იქვეა შხაპიცაა დამონტაჟებული, რომელიც სანაპიროზე გასეირნების დროს ძალიან სასარგებლო უნდა იყოს.

Fiat 500-ის ვიზუალი ერთი შეხედვით მდიდრული იახტის გემბანს გავს. მძღოლისა და მგზავრის სავარძლები გაერთიანებულია და 60-იანი წლების დიზაინშია შესრულებული. აღსანიშნავია, რომ გარდა „პლაჟის“ ავტომობილსა, იტალიურმა მწარმოებელმა მოდელი Spiaggina 58-ც წარმოადგინა.

ავტომობილი, რომელიც ბაზარზე შეზღუდული ვერსიით გამოვა, სტანდარტული მოდელისგან ძარის ექსკლუზიური ფერით, საბურავებითა და რეტროდიზაინით იქნება განსხვავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები