LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი Coachella კორონავირუსის გამო, ოქტომბრამდე გადაიდება

101
960x0

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ  რომ მსოფლიოს ვარსკვლავები ტურნეებსა და კონცერტებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ.

მადონა, მაილი საირუსი და ჯგუფი Pearl Jam – არტისტები, რომლებმაც კორონავირუსის გამო კონცერტები გააუქმეს

ასევე ცნობილი ხდება, რომ კალიფორნიის მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი  Coachella, რომლის ჰედლაინერებიც ტრევის კოტი და ფრენკ ოუშენი უნდა ყოფილიყვნენ, ოქტომბრამდე გადაიდო

ახლა კი ვიგებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური Coachella-ს ფესტივალი, რომელიც კალიფორნიაში, 10-12 და 17-19 აპრილს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის საფრთხის გამო, ოქტომბრამდე გადაიდო.

ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების „ინსტაგრამზე“   გავრცელდა.

https://www.instagram.com/p/B9kiXYUHFvr/?utm_source=ig_embed

შეგახსენებთ, ფესტივალი კალიფორნიაში, კოლორადოს უდაბნოში ყოველწლიურად იმართება, ის 1999 წელს დაარსდა. ფესტივალის წლევანდელი ჰედლაინერები ჯგუფი Rage Against the Machine, ტრევის სკოტი, და ფრენკ ოუშენი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები