LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალ „არტ-გენის“ თბილისის ტური გაიხსნა

93

ეთნოგრაფიულ მუზეუმში პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში ფესტივალი „არტ-გენი 2016“-ის თბილისის ტური ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტით 10 ივლისს გაიხსნა.

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს ფოლკლორული ანსამბლები.

რვა დღის განმავლობაში ყოველ დღე, 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები.

რეგიონების წარმომადგენელთა ფოლკლორული კონცერტები, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და დასკვნითი კონცერტები თანამედროვე მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსურულებლების მონაწილეობით.

წელს ფესტივალის მთავარი თემაა: „დავუბრუნდეთ სოფელს“;

პროგრამა:

თბილისი, ეთნოგრაფიული მუზეუმი
12 ივლისი – ანსამბლი „ჩვენებურები“
13 ივლისი – ჯგუფი „რეგიონი“
14 ივლისი – რობი კუხიანიძე და “აუტსაიდერი”
15 ივლისი – ჯგუფი „ფრანი“
16 ივლისი – ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“
17 ივლისი – ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33 ა“
18 ივლისი – ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა”

წელს ფესტივალი 28 მაისს ბოლნისში გაიხსნა, რის შემდეფ მორიგი რეგიონული ტურნე სურამში გაიმართა და ქობულეთში დაიხურა.

პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. „არტ-გენის“ მხარდამჭერები არიან: „სავინო“ , „თიბისი ბანკი“ „ფარმადეპო“, „ლიკანი“.

ფესტივალი„არტ-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა და წლების მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. სწორედ ამ ფესტივალის წყალობით გაიცნო საზოგადოებამ დღეს უკვე ცნობილი ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯგუფი და შემსრულებელი. ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანებით წლების მანძილზე„არტ-გენმა“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ცოცხალი მუსიკის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები