იტალიური სუპერქარი LaFerrari აუქციონიდან რეკორდულად მაღალ ფასად გაიყიდა. ავტომწარმოებელმა ქველმოქმედებისთვის სამუზეუმო მოდელი ”გაიმეტა”.
Ferrari-მ „სოთბის“ აუქციონში მიიღო მონაწილეობა, გასაყიდად გატანილი ავტომობილი საფირმო წითელ ფერშია გადაწყვეტილი, კაპოტზე თეთრი ზოლები და იტალიური დროშა აქვს გამოსახული.
ექსკლუზიური LaFerrari-ს გაყიდვიდან მიღებული თანხა ბოლო ასწლეულის საავტომობილო აუქციონებს შორის ყველაზე მაღალია. სუპერქარში 7 000 0000 დოლარი გადაიხადეს. ავტომწარმოებელი ამ თანხით იტალიის ცენტრალურ რაიონში მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ შენობებს აღადგენს.
Ferrari LaFerrari აღჭურვილია ჰიბრიდული 6. ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 963 ცხენის ძალას ავითარებს. ას კილომეტრს 2,9 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კილომეტრ/საათია.