LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მ 4 ადგილიანი სუპერქარი წარმოადგინა

95

კომპანია Ferrari-მ სუპერქარი GTC4 Lusso წარმოადგინა. ახალი მოდიფიკაცია, რომელიც იტალიურმა კომპანიამ შექმნა, შეცვლილი დეტალებით ხასიათდება. მოდელის სახელში აბრევიატურის სახით ასო ,,T” დაემატა.

ახალი ,,ლამაზმანი’’ პირველი ოთხადგილიანი ავტომობილია, რომელიც ტურბოძრავითაა წარმოდგენილი. Ferrari GTC4 Lusso T 3.9 ლიტრიანი ტევადობის V8 ტიპის აგრეგატითაა დაკომპლექტებული, რომელიც 6.3 ლიტრიანი, 680 სიმძლავრის, 12 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავის ალტერნატივა იქნება (საუბარია Ferrari GTC4 Lusso-ს ორიგინალი ვარიანტის აგრეგატზე).

რვაცილინდრიანი ტურბოძრავი 610 ცხენის ძალის სიმძლავრისაა, 760 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება და გამწევი შვიდსიჩქარიანი, რობოტიზებული გადაცემათა კოლოფთან ერთადაა წარმოდგენილი. მოდელის წონა 1740 კგ-ს შეადგენს, რაც 50 კილოგრამით ნაკლებია სტანდარტულ სუპერქარზე.

არაოფიციალური მონაცემებით, სუპერქარი 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.5 წამში ანვითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს შეადგენს.

Ferrari GTC4 Lusso T-ს საჯარო პრემიერა სექტემბრის ბოლოს პარიზის ავტოსალონზე შედგება. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროისთვის იგეგმება Ferrari LaFerrari-ის პრეზენტაციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები