LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ის მფლობელი გზაზე არსებული ორმოსათვის 12 000 დოლარს მიიღებს

158

დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელმა სკოტ ნიკოლასმა მთვრობას 12,5 ათასი დოლარი მოუგო. The Mirror წერს, რომ საგზაო ორმოში ჩავარდნის გამო მას ავტომობილი დაუზიანდა.

სუპერქარ 458-ს ორმოში ჩავარდნისას ბორბალი, საკისარი, ინტერიერის ელემენტები და უსაფრთხოების ბალიში გაუფუჭდა. მან განაცხადა, რომ რემონტი 11 000 დოლარი დაუჯდა.

სასამართლოში ნიკოლასმა ისიც ახსენა, რომ ავარიას ორმოდან ამოსვლის შემდეგ შემთხვევით გადაურჩა. ბრიტანელის ”გამოსასვლელი” ავტომობილის შეკეთებას სამი თვე დასჭირდა.

კომპესაციას ბრიტანელი ნიკოლასი ორი კვირის ვადაში მიიღებს. თანხას კი ქველმოქმედებაზე დახარჯავს და უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.

”საქმე ფულში სულაც არ იყო, მთავარი აქ პრინციპია” – განაცხადა ნიკოლასმა. კომპესაციის თანხა მსგავსი შემთხვევებისას რეკორდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები