LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari Aperta 7,3 მილიონ დოლარად იყიდება

73

Ferrari Aperta დუბაიში 7,3 მილიონ დოლარად იყიდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ფერარის სუპერქარი ოფიციალური პრემიერის შემდეგ ნამდვილ ჰიტად იქცა და მისი მოპოვების სურვილი ბევრ კოლექციონერს გაუჩნდა. ერთ-ერთი ასეთი მოდელი კი არაბულმა სადილერო ცენტრმა გამოფინა და მისი საწყის ღირებულებად 7,3 მილიონი დოლარი დაასახელა. როგორც გამყიდველი ირწმუნება, ავტომობილი წითელ ფერადაა შეღებილი და მისი სალონი კი მთლიანად შავია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს მსგავსი მოდელი მხოლოდ 6 მილიონ დოლარად გაიყიდა და სწორედ ამიტომ, ექსპერტები დუბაიში გამოფენილი ფერარის ფასს გადამეტებულად მიიჩნევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები