LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერომონიანი მწერმჭერები სამცხე-ჯავახეთში: მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

66
სააგენტო

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მავნებელი მწერის – მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება.

2022 წლის გაზაფხულზე, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3 000-მდე ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა.

ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და დაჭერილი მწერების განადგურება ხდება. 2021 წლის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მავნე მწერის გამრავლება და ნაძვნარის ხმობის ინტენსივობა მკვეთრად შემცირებულია. ხმელი და დაავადებული ხეების ფართობიდან გამოტანა სანიტარიული ჭრების საშუალებით ხორციელდება.
მბეჭდავი ქერქიჭამია – მავნე მწერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და დიდი ზიანი მოუტანა ნაძვნარ კორომებს.

ბრძოლის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტო 26 000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს. 2013-2022 წლებში, ჯამში დაჭერილი და განადგურებულია 26 მილიონამდე ქერქიჭამია.

ბორჯომის პლატო მავნებლით ყველაზე დაზიანებულ ადგილს წარმოადგენს.

ტერიტორიის დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, პლატო ძირითადი სარეკრეაციო ზონაა და მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის, ასევე რეგიონის ტურისტული პოტენციალის შენარჩუნების და გაუმჯობესების მიზნით. რეგულარული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები