LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერები რძის ხარისხის შემოწმებას საველე ლაბორატორიებში შეძლებენ

96

მესაქონლეები რძის ხარისხის შემოწმებას მათ საკუთრებაში არსებული საველე ლაბორატორიებში ფერმებში შეძლებენ.

როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს.

“პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა.  აღნიშნული პროგრამა სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამა საშუალებას მისცემს მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  მოაწყონ არამარტო რძის შემკრები პუნქტი,  არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი აპარატურა, რომელიც  40 ათასიდან  75 ათასამდე ლარის ღირებულებისაა.

“ამჟამად დაახლოებით 30-მდე ასეთი კოოპერატივია. ეს პროგრამა მათ დაეხმარება არა მხოლოდ შეაგროვონ ადგილებზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის, ყველის წარმოებაზე გადავიდნენ,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები