“მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, მიხეილ სააკაშვილთან მისი მკურნალი ექიმი რომ შევიდეს, ძალიან კარგი იქნება.” – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
აუცილებელია საყოველთაო შერიგება, ეკლესიას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა: მეუფე მელქისედეკი
როგორც მეუფემ აღნიშნა, მან ყოფილ პრეზიდენტს ურჩია, შიმშილობაში, კვებასთან დაკავშირებით, კორექტირებები შეიტანოს, თუმცა სააკაშვილმა უარი განაცხადა:
“უპირველეს ყოვლისა, მინდა გადმოგცეთ, რომ ყველას მადლობა გადაგიხადათ, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, საერთოდ მისი მდგომარეობით.
მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით. მე მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, მისი მკურნალი ექიმი რომ შევიდეს, ძალიან კარგი იქნება.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ ვკითხე, არ მიპასუხა. ვუთხარი და ვურჩიე, რომ ხომ არ არის დრო, რომ შიმშილობაში შეიტანოს რაღაც კორექტირებები, მის კვებასთან დაკავშირებით და მან უარი განაცხადა, ის გააგრძელებს შიმშილობას, პირდაპირ გეტყვით, ფერი არ მომეწონა, გასაგებია ამდენი ხანია შიმშილობს.” – თქვა მეუფე მელქისედეკმა.