სარბოლო „ფერარი“ შესაძლოა არაჩვეულებრივ მაღვიძარად გადაიქცეს. მოყვარულმა მრბოლელებმა ჯერემი ნოთსმა, დორონ კაუფმანმა, კორი ბრენდმა და ენდრიუ ჰოპკინსმა გადაწყვიტეს თავის მეგობარს და ასევე მრბოლელს – მარკომ ტრუენოს გახუმრებოდნენ და ის უცნაური მეთოდით გაეღვიძებინათ. მაღვიძარის ნაცვლად მათ სუპერქარ Ferrari 458-ის ძრავი გამოიყენეს. როგორც ტრუენომ მოგვიანებით განაცხადა, ის დამღლელი 20 საათიანი ფრენის შემდეგ ისვენებდა და მეგობრების ხუმრობა დიდად არ მოეწონა. თანაც, მრბოლელმა ყველაფერთად ერთად ხელის მსუბუქი დამწვრობაც მიიღო.