LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფენომენი, რაც 40 წლის მანძილზე იყო: 29 წელი ჩემპიონობა.. არა მგონია განმეორდეს“ – ნონა გაფრინდაშვილი თავის მიღწევებზე

176
ნონამზა

ჭადრაკში 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, პირველი არხის გადაცემას „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ სტუმრობდა.

როგორც მოჭადრაკე ამბობს, ახალი თაობა ეიმედება, რადგან მათ აქვთ თავისუფალი არჩევანი.

„რა თქმა უნდა მეიმედება.. მთავარია ომი არ იყოს თორემ ყველაფრის თავისუფლება აქვთ, თვითონ წყევტენ რა უნდათ..

მშვიდი სამყაროა საჭირო, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი გზა კარგად ნახონ,“ – ამბობს გაფრინდაშვილი.

„მინდა ხალხს მივცე მაგალითი.. ადამიანი პენსიაზე, სახლში თუ დაჯდა, ძალიან ჩქარა გადის მისი სიცოცხლე..“ – ნონა გაფრინდაშვილი

კითხვაზე განმეორდება თუ არა საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ნონა გაფრინდაშვილი, პასუხობს, რომ მსგავსი ფენომენალური მოვლენები იშვიათად მეორდება.

„მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილზე არაა საუბარი, მთლიანად ის რაც იყო ფენომენი 40 წლის მანძილზე 29 წელი მსოფლიო ჩემპიონი.. თანაც მოხდა ორი თაობის შერწყმა მსგავსი არა მგონია განმეორდეს, – აღნიშნავს მოჭადრაკე.

პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები