სერიალის „სექსი დიდი ქალაქში“ დაბრუნებას ბევრი იმ საყვარელი ნივთისა და თუ აქსესუარის დაბრუნებაც მოჰყვა, რომელიც პირველივე სეზონიდან გვახსოვს. მათ შორისაა მთავარი გმირის, ქერი ბრედშოუს პოპულარული „ფენდის“ ჩანთა. ეს ჩანთა სიუჟეტის მიხედვით, მას მესაზე სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდში მოჰპარეს.
მოდის სახლმა „ფენდიმ“ ცნობილი ჩანთის ახალი ექსკლუზიური მოდელი გამოუშვა, რომელიც გაიყიდება, მაგრამ შეზღუდული ლიმიტით. ეს გახლავთ იგივე ფორმისა და მოდელის, ამჯერად იასამნისფერი და ბისერებით გაფორმებული მინიატურული ხელჩანთა.