მოდელი ნინი ნებიერიძე, რომელიც მეუღლისგან, ბიზნესმენ თემურ უგულავასგან პირველ შვილს ელოდება, პოდიუმზე გამოსვლას არ ერიდება. ნინიმ უკვე საკმაოდ მოზრდილი მუცელი მოიშიშვლა და ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე სექსუალურ შავ კაბაში გამოწყობმა პოდიუმი დაიპყრო. დეფილეზე ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ეპატაჟურმა მოდელმა დაიმსახურა, რომელიც თამამი ნაბიჯების გადაგდმას არასდროს ერიდებოდა და მკერდიც არაერთხელ მოუშიშვლებია, მათ შორის, ერთ-ერთ რეკლამაშიც.
შეგახსენებთ, ნინი და თემური, რომელთა შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი განსხვავებაა, მცირე ხნის წინ ახალ სახლში გადავიდნენ, რომელიც მოდელმა საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ნინი თემურ უგულავას მესამე მეუღლეა.
პოდიუმზე გამოსვლის შემდეგ ნინიმ სოცქსელში ფოტოები გააზიარა. მას მეგობრები უწერენ: „ნინი, რა ლამაზი ხარ“, „გამოვშტერდი, ძალიან მაგარია“, „ნინი, მერამდენე თვეში ხარ, გამხდარი და მშვენიერი“, „შეუდარებელი ნინი. აფრქვევ სიკეთესა და სილამაზეს“, „რა თამამი მოდა წრმოგვიდგინე, უჩვეულოა, ყოჩაღ“.