მოდელი ნინი ნებიერიძე, რომელიც ბიზნესმენ თემურ უგულავას მესამე მეუღლე გახლავთ და მისგან მეორე შვილს ელოდება, The Movement TV-ს შინ მასპინძლობს. ნინის განსაკუთრებული გემოვნება აქვს და ეს მისი სახლის დიზაინშიც იგრძნობა. ფეხმძიმე მოდელი ამბობს, რომ ადრე პატარა საძინებლები უყვარდა, მაგრამ რადგან ორსულად არის, უფრო მეტი ჰაერი და სივრცე სჭირდება, სწორედ ამიტომ საძინებელი დიდია და ნაკლებადაა დატვირთული ავეჯით. ორი დიდი ტილო ცნობილი ქართველი მხატვრისგან, მამუკა ცეცხლაძისგან კედელზეა აყუდებული, როგორც ნინი ამბობს, ასე ამ ნახატებს უფრო უკეთ აღიქვამს, ერთი ნახატი კი თემურ უგულავას უფროსი შვილის, ნოდოს დახატულია, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს.
„მე ვარ ნინი ნებიერიძე, 22 წლის, მოდელი, მომღერალი, მოცეკვავე, დედა, მამა, მეგობარი, ექიმი, ყველაფერი… უამრავი პროფესია მაქვს“, ასე წარუდგინა სიუჟეტის მაყურებლებს თავი.
როგორც ნინი ამბობს, შინ ბოლო დროს ყველაზე დიდ დროს ატარებს… დაათვალიერეთ ნინის ვინტაჟური და მინიმალისტური სახლი.
https://www.facebook.com/MOVEMENTTV/videos/363069097436363/