LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეხებზე მკიდია, თუ დამაკავებენ, გამოვიძინებ” – გვარამიას სასამართლოში დღეს გამოკითხავენ

278
seyw4764

„რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სახით დაიკითხება. ნიკა გვარამია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის წინაშე 11 საათზე დაიკითხება.

გვარამია ამბობს, რომ გამოკითხვაზე მისვლას აპირებს, თუმცა მისი დადანაშაულება „რუსთავი 2“-ის მიმართ მატერიალურ ზიანში სისულელეა. ის ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების მიერ მის მიმართ წარმოებულ დევნას უკავშირებს.

„ფეხებზე მკიდია, თუ დამაკავებენ, მხოლოდ გამოვიძინებ, ყველაფერი კარგად იქნება,  ჩემთვის ეს იქნება დრო, რომელსაც, მართალი გითხრათ, გამოვიყენებ ძილში და კითხვაში. მეტი არაფერი და გამოვალ გარეთ.

მისვლას ვაპირებ. არასდროს მითქვამს უარი. ჩემზე ბევრი საქმე არის აღძრული, მაგრამ ეს ყველაზე სულელურია. სრული სისულელეა ჩემი დადანაშაულება „რუსთავი 2“-ის რამე მატერიალურ ზარალში. მე ჩავიბარე მკვდარი კომპანია და დავაყენე ფეხზე. ვაფუნქციონირე, არც ერთი ხელფასი არ დამიგვიანებია და თუ დავაგვიანე, არ ყოფილა ვინმეს რამე დავალიანება“,- აცხადებს გვარამია

მისივე თქმით, აღნიშნული გამოძიების მეორე მიზეზი არის ტელევიზია, რომელსაც ის აკეთებს და რომელიც იქნება „რუსთავი 2“-ზე უკეთესი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გუნდი მუშაობს „რუსთავი 2“-ში, „რუსთავი 2“ არის ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია. იქ დარჩენა არის წითელი ხაზი, არის ღალატი არა ჩვენი, არა „რუსთავი 2“-ის, არამედ ქვეყნის ინტერესების და იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა დიქტატურა ქვეყანაში. ყველანაირი მოლოდინები მაქვს, უკანონობას არ აქვს ფარგლები და დროა, ყველამ ​გავაცნობიეროთ, თქვენც, „იმედი“, პატივს გცემთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მაინც თქვენ დაგიცავთ. ჩვენთან დამდგარია რუსული ტიპის დიქტატურა. ფეხებზე მკიდია, თუ დამაკავებენ, მხოლოდ გამოვიძინებ, ყველაფერი კარგად იქნება. ტელევიზია მაინც გაკეთდება, მე მაინც გამოვალ, ივანიშვილი შევა და ვეღარ გამოვა, პირობას ვდებ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები