LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში.. ვეუბნები მათ, ვინც ცდილობს შებღალოს ჩემი რეპუტაცია – გიორგი ვაშაძე

377
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

„ქოლ-ცენტრების უკან დგას „ქართული ოცნება“, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუსი, პროკურატურა და ეს აღიარებითი ჩვენება „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ მისცა, როდესაც უარი თქვა „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობასთან, სადაც „ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებული სპეცოპერაცია ჩატარდა, სწორედ ის არის დაკავშირებული, გიორგი ვაშაძის სიტყვებით, ეს არის „სუს-ის სპეცოპერაცია“.

ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუ არის, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? – შს მინისტრი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე

„თუ მართლები არიან რატომ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის? იმიტომ რომ, ყველა მათგანს მიუძღვის ბრალი ამ თაღლითური სქემის აწყობაში, თაობის გაფუჭებაში..  ამ შენობაში საკუთარი წილის ფარგლებში, 10-ნომრიან სასტუმროს ფლობს ჩემი ძმა აქვს.. მეტი არაფერი.

ყველა ვინც გამოკითხეს, ამბობს, რომ სრულიად ახალი გახსნილია ეს ცენტრი, როგორც ჩანს იქ.

მე ეჭვი მიჩნდება, რომ ეს სპეცოპერაცია დაგეგმა სუს-მა, რადგან ამხელა სკანდალის შემდეგ ახლა გახსნილიყო ახალი ოფისები ქოლ-ცენტრების, ხომ წარმოუდგენელია? თვითონ დაგეგმეს, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე რეპუტაციული ზიანი მოიტანონ.

რამე კავშირი რომ გვქონდეს ქოლ-ცენტრებთან, ხომ გესმით, პირველი დაგვაკავებდნენ..

მე ბევრჯერ მაქვს მაქვს ნათქვამი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში ვართ. ბრძოლაში ვართ რუსულ რეჟიმთან, რომელიც უკან არაფერზე არ დაიხევს, მაგრამ პირდაპირ ვეუბნები, რომ მე ამით ვერ გამაჩერებთ, ყველა დანაშაულზე პასუხს გაგებინებთ..

ეს დეზინფორმაციები ჩვენ არ შეგვაშინებს, პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმეები იყოს ბოლომდე მიყვანილი და თქვენ, ვინც დარწმუნებული ვარ, ახლა მიყურებთ, ჩასხდეთ ციხეში.

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, პირდაპირ ეთერში ვარ, ფეხებს ვერ მომჭამთ, ვეუბნები მათ, ვინც ცდილობს შებღალოს ჩემი რეპუტაცია“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, აღმაშენებლის გამზირზე დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია – რას აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობასთან, სადაც „ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებული სპეცოპერაცია ჩატარდა, გიორგი ვაშაძეა დაკავშირებული, გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ძმა, რომელიც საოფისე ფართებთან კავშირს, სადაც ცოტა ხნის წინ, სპეცოპერაცია ჩატარდა, უარყოფს.

გიორგი ვაშაძის ძმა: თუ ჩემგან რამე ინფორმაციაა საჭირო, ღია ვარ.. ჩემი დამოკიდებულება „ქოლ-ცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური

პაატა მანჯგალაძე: გიორგი ვაშაძის ძმა იმ შენობის პირველ სართულზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სასტუმროს ფლობს, თუმცა დალუქულ ოფისებთან არანაირი შეხება არ აქვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები