LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში ყველაფერი მოსულა: საქართველო ბოლომდე იბრძოლებს

1543763527-13-1024x584

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში მოხვდა. დუბლინში გამართულმა წილისყრამ ჩვენი მეტოქეები გაარკვია – შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი.

წილისყრას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ. შედეგებზე კომენტარი სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გააკეთა.

მნიშვნელოვანი საშინაო თამაშები იქნება

„შეიძლება უფრო რთულიც და უფრო იოლი მეტოქეებიც ყოფილიყო. მთლიანობაში დაბალანსებული ჯგუფია. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი თამაშები იქნება და შესაძლოა, ბევრი მატჩი ფრედ დასრულდეს. ფაქტია, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი განსაკუთრებით საშინაო თამაშები იქნება, რათა პირველი და მეორე კალათის გუნდებს ქულები წავართვათ. საინტერესო შეხვედრები იქნება. ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი ამხანაგური თამაშის დაგეგმვა მოგვიწევს. ჩემი სურვილი იყო, რომ ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილები ვართ“ – ამბობს კობიაშვილი.

თამაშიდან თამაშამდე მოვემზადებით

წილისყრა შეაფასა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაც:

„რეიტინგის მიხედვით ფავორიტები შვეიცარია და დანია არიან. ირლანდიაც ასევე, ჩვენთვის ნაცნობის გუნდია, რომელთანაც მუდმივად გვიწევს დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. თამაშიდან თამაშამდე მოვემზადებით. ხელებს არ ვუშვებთ, თუმცა შვეიცარია, ისევე როგორც დანია, ძალიან რთული მეტოქეა. მაგრამ ჩვენ ყველასთან ვიბრძოლებთ“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

ერთა ლიგას ვერ დაველოდებით

ვფიქრობ, ისეთი სახელი მოვიხვეჭეთ, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაც არავის უნდა. ყველა ამბობს, რომ რთული იქნება საქართველოში თამაში, ამიტომ, ვეცდებით ვაჩვენოთ ხარისხიანი ფეხბურთი, ვიბრძოლებთ ყველა ქულისთვის და ჯგუფიდან გასვლისთვის. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ვერ დაველოდებით მხოლოდ 2020 წელს, სადაც უკვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის პლეიოფში უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ახლა მომდევნო სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც 2019 წელს დაიწყება. კიდევ უნდა გავიზარდოთ, ისე როგორც ამ სეზონში. საქართველოს ნაკრებმა უნდა განაგრძოს განვითარება“.

რა თქმა უნდა, ფავორიტი შვეიცარიაა, რომელმაც ეს ერთა ლიგის გათამაშებაზე დაამტკიცა, სადაც ბელგიაც დაამარცხა. ეს ამტკიცებს ამ გუნდის ხარისხს, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ. დანია მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ჰყავთ ვარსკვლავური გუნდი, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, განსხვავებულად ვითამაშებთ იმიტომ, რომ განსხვავებული დონის მეტოქეებს ვეთამაშებით.

ჩვენ ვითამაშებთ იმ ჯგუფში, სადაც ხუთი გუნდია, ამიტომ ამხანაგურ მატჩებში კარგი მეტოქეები უნდა შევარჩიოთ. არ აქვს მნიშვნელობა რომ ჯგუფში ხუთნი ვართ, ჩვენთვის თითოეული ამხანაგური მატჩიც მნიშვნელოვანია, გულშემატკივრებისთვის, რეიტინგისთვის, ფეხბურთელების გამოცდილებისთვის.

ქართველებს ფეხბურთი უყვართ და ამას ვაფასებ

ბედნიერი ვიქნები, თუ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი მოთამაშეები, ვინც ერთა ლიგა ტრავმის გამო გამოტოვა, დაბრუნდნენ ძლიერები, რათა ყოველ პოზიციაზე კონკურენცია იყოს. ის, რომ ყაზახეთთან მატჩზე 52 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა, შესანიშნავია. სავსე სტადიონი ნიშნავს იმას, რომ ქართველებს ფეხბურთი და ეს ნაკრები უყვართ. ამას ვაფასებ და შემიძლია ვთქვა, ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და კარგი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები