საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) შესაძლოა მომავალ წელს ფეხბურთში ვიდეოგანმეორებების გამოყენების ნება დართოს.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) მზად არის მომდევნო სეზონში ინგლისის თასის მატჩებში გამოიყენოს ტექნოლოგიები, რაც სადაო ეპიზოდებში მსაჯებს დაეხმარება. ვიდეოგანმეორებები შესაძლოა შოტლანდიის თასზეც შემოიღონ.
იგეგმება, რომ ვიდეოგანმეორებას გამოიყენებენ წითელი ბარათების და პენალტების შემთხვევებში. ასევე ტექნოლოგიებს მიმართავენ თუ არბიტრს ფეხბურთელები ერთმანეთში აერევა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოგანმეორება შეზღუდული იქნება. სადაო გადაწყვეტილებებს არ აჩვენებენ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ დიდ ეკრანებზე. მსაჯები ინფორმაციას ყურსასმენით მიიღებენ.
გარდა ამისა, მწვრთნელებს საშუალება ექნებათ მატჩის განმავლობაში რამდენჯერმე ნახონ სადაო ეპიზოდები.
თუ სისტემის გამოცდა წარმატებით ჩაივლის, 2018/19 წლების სეზონში ვიდეოგანმეორება შესაძლებელია ყველგან დაინერგოს.