LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში დროის გაყვანას შეებრძოლებიან: მსაჯი დროს გააჩერებს

49

ფეხბურთში წესების ცვლილება ან ახალი ინიციატივების დანერგვა შეუქცევადი პროცესი გახდა. კარგა ხნის წინ მეკარისთვის ბურთის დაბრუნება აიკრძალა (დაბრუნებულზე ხელში აღება), თამაშგარე მდგომარეიბის წესში ცვლილება შევიდა (ერთ ხაზზე დგომა თავდამსხმელის უპირატესობა გახდა, პლუს პასიური გაუქმდა), ეს ვიდეოგამეორება ხომ საერთოდ რევოლუციაა. თუმცა ფეხბურთის კანონმდებლები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და ახლა ფეხბურთელების მიერ დროის გაყვანის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას.

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოში ამასთან დაკავშირებით პროექტს ამზადდებენ. ვარიანტი ჯერ რამდენიმეა, თუმცა რეალურად მოჩანს, რომ მსაჯმა დრო გააჩეროს, სანამ მოთამაშე ბურთს თამაშში შეიყვანს (აუტიდან, კუთხურიდან ან კარიდან).

პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, „კარდიფისა“ და „ბარნლის“ შორის, ბურთი თამაშში მხოლოდ 42 წუთი იყო. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მარტო „კარდიფის“ მცველი შონ მორისონი აუტის ჩაწოდებას… 8 წუთი მოუნდა.

მსგავსი რამ თითქმის ყველგან ხდება და ყველა რანგის ტურნირზე სისტემატიური ხასიათი მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები