სამოყვარულო კლუბმა თურქეთიდან ფეხბურთელი იყიდა… ბიტკოინით.
პირველი კრიპტოგარიგება ისტორიაში.
თურქულმა „ხარუნუსთასფორმა“ 22 წლის მოთამაშე ომერ ფარუქ კიროღლუ 4500 თურქულ ლირად შეიძინა. თანხის ნაწილი (2500 ლირა) ნაღდი ფულით გადაიხადეს, ხოლო დარჩენილი ბიტკოინის სახით, რომელიც დღეისათვის 2000 ლირად ფასდება.
„ეს გარიგება იმიტომ გავაკეთეთ, რომ სახელი გავითქვათ ჩვენს ქვეყანაში და სხვაგანაც. ვამაყობთ ამით“, – თქვა კლუბის თავმომწონე პრეზიდენტმა ხალდუნ შეხითმა.
დღევანდელი კურსით 1 ბიტკოინი დაახლოებით 10 ათას დოლარად ფასდება.
სხვათა შორის, ამასწინ ცნობილი გახდა, რომ ლონდონის „არსენალი“ ონლაინ-კაზინო CashBet-ში კრიპტოვალუტის გამოყენებას დაიწყებს.