LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში ახალი ერა დგება: 1 სექტემბერს ვიდეოგამეორება ამოქმედდება

47

ფიფა პირველად გამოცდის ვიდეოგამეორებას იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრისას.
ამხანაგური მატჩი იტალიის ქალაქ ბარიში 1 სექტემბერს შედგება.

„ეს იქნება სპეციალური ტესტირება ავტონომიურ რეჟიმში. დამატებითი მსაჯი, რომელსაც ვიდეოგამეორებების სისტემასთან წვდომა ექნება, შეძლებს მთავარ არბიტრთან ურთიერთმოქმედებას, ამასთან არ ექნება არანაირი გავლენა თამაშზე“, – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

ამრიგად, არბიტრს არ მოუწევს მატჩის შეჩერება სადაო ეპიზოდის ვიდეოგამეორების სანახავად.

მარტის დასაწყისში საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) მოიწონა ვიდეოგამეორებების ტესტები. მაშინ ითქვა, რომ ტესტები დაიწყებოდა არაუგვიანეს 2017/18 წლების სეზონიდან დ დაახლოებით ორ წელიწადს გასტანდა.

გარდა ამისა, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა გახდეს პირველი, სადაც ამ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

ივნისში ავსტრალიამ, ბრაზილიამ, გერმანიამ, პორტუგალიამ, ნიდერლანდებმა და აშშ-მ თანხმობა განაცხადეს საკუთარ ჩემპიონატებში ვიდეოგამეორების სისტემის ტესტირებაზე.

2014 წლის მუნდიალსა და 2016 წლის ევროზე გოლის განსაზღვრის ავტომატური სისტემა მოქმედებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები