Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ფეხბურთის მწვრთნელს მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს – PHR – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის მწვრთნელს მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს – PHR

210
fot (6)

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ფეხბურთის მწვრთნელს, რომელსაც მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს.

PHR-ს მიხედვით, მოსამართლე რომან ხორავამ გადაწყვეტილება დღეს, 18 მაისს გამოაცხადა და ბრალდებული სასამართლომ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში ცნო დამნაშავედ.

„გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში“, — აღნიშნავს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“

ორგანიზაციის თანახმად, მსხვერპლი 12 წლისაა.

 

? ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი…

Posted by პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR on ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023

 

PHR-ის მხრიდან საქმეში ადვოკატები თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე იყვნენ ჩართულნი.