LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაცია ფულს არამიზნობრივად ხარჯავდა

124

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დღევანდელ ყრილობაზე აუდიტის დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის ქმედებების შედეგად ფედერაციაში საბიუჯეტო დეფიციტის საერთო რაოდენობამ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, 16 785 600 ლარი შეადგინა, აქედან დავალიანება შეადგენს – 11 მილიონ 785 ლარს, ხოლო წინასწარ გახარჯული თანხები 5 000 600 ლარს.

აუდიტი ჩატარდა ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლისთანავე. მუჯირის თქმით, საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფადან და ფიფადან გადმორიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა დახარჯვამ, ასევე კერძო პირებზე გაცემულმა თანხებმა და შემდეგ ამ თანხების ჩამოწერამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები