LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელმა მსაჯი ზიდანის სტილში გალახა (ვიდეო)

51

გვატემალელმა ფეხბურთელმა ზიდანის რეჟიმი ჩართო, ოღონდ მსაჯი გალახა.
დანიელ პედროსა თავით და მარჯვენათი მშვენივრად ურტყამს.

ინციდენტი გვატემალას ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩის დროს მოხდა. ერთმანეთს ”დეპორტივო ჩიკაკაო” და ”ობერენიოსი” ხვდებოდნენ. მასპინძელთა მოთამაშე პედროსა მსაჯს სერხიო კასტანიედას მხრით შეეხო. არბიტრმა ფეხბურთელის მოქმედებაში ბოროტი განზრახვა დაინახა და წითელი ბარათი აჩვენა. პედროსამ კონტროლი დაკარგა, თავზე ხელი აიღო და მსაჯს ჯერ თავი გლიჯა, მერე კი ხელებიც მოიშველია და გვარიანად მოსცხო.

კასტანიედას ყინულების დადება დასჭირდა.

 

Cpkkr2zUMAAXiCB

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები