არგენტინელმა ფეხბურთელმა მსაჯი წითელი ბარათის მიცემის გამო მოკლა. ფეხბურთელი ძალიან გაბრაზდა და მინდორზე იარაღით დაბრუნდა.
ინციდენტი არგენტინის ქალაქ კორდოვაში მოხდა. მოედნიდან გაძევების შემდეგ მოთამაშე რამდენიმე წუთში იარაღით მიბრუნდა და მსაჯს სამჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობებისგან 48 წლის სეზარ ფლორესი გარდაიცვალა. დაიჭრა ასევე ფეხბურთელი ვალტერ სარატე, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. Goal.com-ის ინფორმაციით, დამნაშავე ფეხბურთელი ჯერჯერობით ძებნაშია.