LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელმა მოედანზე ქათამი მოკლა, მოდრიჩმა ჭიანჭველა იყიდა – ამბები მოკლედ (ვიდეო)

75
2711027-56042570-2560-1440

„ლივერპულის“ მატჩის თარიღი ინგლისის ლიგის თასზე უცვლელი დარჩა, ასე რომ, „წითლებს“ 2 დღეში 2 თამაში უწევთ.

„ტოტენჰემმა“ სონის წითელი ბარათის გაუქმებას მიაღწია.

„ის ყოველთვის ოცნებობდა „რეალში“ თამაშზე“ – ზიდანი მბაპეს ტრანსფერის შესახებ.

ლუკა მოდრიჩმა ბრინჯაოს ჭიანჭველა იყიდა 5 ათას ევროდ. ამისკენ სერხიო რამოსმა უბიძგა.

„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი გუტი „ალმერიას“ მწვრთნელი გახდა.

სასამართლომ არ დასაჯა ნეიმარი „რენის“ გულშემატკივრის ცემისთვის.

უნაი ემერმა ჯაკას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. „არსენალის“ ახალი კაპიტანი ობამეიანგია.

ხორვატიის დაბალი ლიგის ფეხბურთელმა მოედანზე შევარდნილი ქათამი მოკლა და წითელი ბარათი მიიღო. ბიჭმა ბოდიში მოიხადა და პატრონს ახალი უყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები