ფეხბურთელმა ბიჭი გალახა, რომელსაც სხვა გუნდის გოლი გაუხარდა.
ბრაზილიური კლუბის „ოპერარიო“ (სერია D) მოთამაშემ ჯეფერსონ რეისმა ბიჭი ცემა, რომელსაც კამპუ-გრანდის „კომერსიალის“ გოლმა გაახარა.
„კომერსიალმა“ 1:0 მოიგო, ხოლო ნაცემი ტიპი სავარაუდოდ ამ კლუბის ახალგაზრდული გუნდის წევრია.
თავშეუკავებელ და ნერვებაყოლილ ჯეფერსონს კი კლუბისგანაც ელის სასჯელი და ბრაზილიის საფეხბურთო ხელმძღვანელობისგანაც.