გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაში ახალი მტკიცებულებები ჩნდება.
შეიძლება ითქვას, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე თავდაყირა დგება.
“რადიო თავისუფლება” აქვეყნებს, შსს-ს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პატაკს, სადაც სამართალდამცავი ვარაუდს გამოთქვამს, რომ არაგვის ხეობაში მომხდარი მოწმე ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ საკუთარი ფოტოაპარატით გადაიღო.
“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს “სონის” ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას“, – ნაქვამია პატაკში, რომელიც 22 ივნისს არის დაწერილი და რომლითაც გამომძიებელი მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს რეაგირებისთვის მიმართავს.
შეგახსენებთ, იაკობ ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. იმ დროს, როდესაც მაგისტრალზე მიმავალ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ, გიორგი შაქარაშვილმა და რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის იაკობმა, როგორც რამდენიმე დღის წინ ფოტოგრაფმა აღნიშნა, თავი იქვე მყოფ მიტოვებულ შენობას შეაფარეს და სწორედ ამის შემდეგ დარეკა პოლიციაში და მომხდარის შესახებ აცნობა.
იაკობ გრეგვაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნანობდა მომხდარი რომ არ გადაიღო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მალე საზოგადოება სიმართლეს შეიტყობდა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა მის მიერ გადაღებული კადრები, სადაც მცხეთიდან წამოსული ბიჭები გეგმავენ როგორ გააგრძელებენ ქეიფს ლისზე.
„მაგრად უნდა ვიგულაოთ“: რა ხდებოდა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე - ვიდეოკადრები შაქარაშვილის საქმიდან
"წავალთ ლისზე, გვაქვს ხაჭაპურები, სამწვადე..."
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არაა. არ ვიცით ცხედარზე არსებული დაზიანებები გარდაცვალებამდეა მიყენებული თუ გარდაცვალების შემდეგ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ არაგვის ხიდის ქვეშ ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები. აღნიშული მტკიცებულებების შესახებ, ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი. ასევე, არ არსებობს ინფორმაცია, ეცვა თუ არა ცხედარს წინდები და ფეხსაცმელი.
რადიო თავისუფლების ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ნივთები 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ იპოვნეს.
ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება მათზე სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა.
ამ დროისთვის მდინარის პირას ნაპოვნი ნივთების ექსპერტიზა კვლავ მიმდინარეობს.
საბედისწერო სადღეგრძელო: რის გამო იჩხუბეს და რა გახდა ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი
ვიდეო: 19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო საბედისწერო წვეულებიდან
ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ
წუთიერი დუმილი და შავი ლენტები: შაქარას თამაშის ფოტოები
19 წლის ფეხბურთელი გოგოს სიყვარულს შეეწირა? – რას ამბობს ბიძა