პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) გამოკითხვა ჩაატარა ფეხბურთელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების თაობაზე.
გამოკითხული ფეხბურთელების 75% მომხრეა, რომ მუნდიალი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართოს, როგორც ახლა ხდება.
ევროპასა და აზიაში მსოფლიო ჩემპიონატის 4 წელიწადში ერთხელ ჩატარებას მხარი 77 პროცენტმა დაუჭირა.
ამერიკაში ამჟამინდელ მოდელს გამოკითხულთა 63%-მა მიემხრო, აფრიკაში – 49%.
ფეხბურთელების 81% შიდა ეროვნულ ჩემპიონატსა და მსოფლიო პირველობას საყვარელ ტურნირებად მიიჩნევს.
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1000-მა მოქმედმა ფეხბურთელმა მიიღო.