“უმეტესობას რომ ჰკითხო, გიჟდება ისე უყვარს და ენატრება სოფელი, ბებია-ბაბუა და მიტოვებული სახლი, რომელიც წლებია არც კი უნახავს სამწუხაროდ!”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში გივიკო დიდია პოსტს აქვეყნებს.
უმეტესობას რომ ჰკითხო, გიჟდება ისე უყვარს და ენატრება სოფელი, ბებია-ბაბუა და მიტოვებული სახლი, რომელიც წლებია არც კი უნახავს სამწუხაროდ! ფეისბუქზე სიყვარული არ გეყოფათ მარტო! ადით სოფლებში, ნუ მიატოვებთ! ახლა ვიღაც მეტყვის, დროის არ ქონის გამო ვერ ვახერხებ გივიკო. წელიწადში ერთხელ მაინც შეუძლია ადამიანს , რომ რამდენი დღე სოფელში გაატაროს. მე მაინც სიყვარულის ნაკლებობას ვაბრალებ, მიტოვებულ სოფლებს და დაკეტილ სახლებს, რომლებიც ნელ-ნელა ნასახლარს ემსგავსება!
პ.ს ეს არაა საიმიჯო პოსტი, ისევე როგორ სხვა დანარჩენი. ჩემი დიდი გულის ტკივილია მართლა, დედას გეფიცებით.- წერს გივიკო დიდია.
გივიკო დიდია მომღერალია. როგორც თვითონ აღნიშნავს, მას ღმერთივით უყვარს სიმღერა და ნათელა ბებია, რომელსაც ხშირად ვიდეოებს უღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გივიკო და ნათელა ბებიას ვიდეოები, ონლაინ სივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.