მექსიკაში 14 წლის მოზარდი დააკავეს, რომელიც „ფეისბუქის“ საშუალებით ქილერად დაიქირავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მოზარდმა პოლიციელებთან აღიარა, რომ მას ქალაქ ტიხუანში ადამიანის მოკვლის სანაცვლოდ 31 ათასი პესოს (1.9 ათასი დოლარი) მიცემას შეპირდნენ,
დანიშნულ დროს ბიჭი ტაქსით მივიდა ქალაქის ერთ-ერთ რაიონში, სადაც, როგორც წესი, ნარკომოვაჭრეები იკრიბებიან ხოლმე. მოზარდს მისცეს იარაღი და აუხსნეს, ვინ უნდა მოეკლა.
მკვლელობიდან ძალიან მალე ბიჭი დაიჭირეს.
ტიხუანის პოლიციის უფროსის, ალეხანდრო ლარესის თქმით, კრიმინალური დაჯგუფებები მექსიკაში მკვლელობისთვის ხშირად ქირაობენ მოზარდებს, რადგან, კანონის თანახმად, მათი დიდი ხნით დაპატიმრება შეუძლებელია.
2010 წლის დეკემბერში მექსიკაში დააკავეს 14 წლის მოზარდი მეტსახელად „ელ პონჩისი“, რომელმაც ოთხი ადამიანის მკვლელობა აღიარა.