LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქის” მობილურის აპლიკაცია, შესაძლოა, ჩვენს საუბარს ისმენდეს

121

სრულიად შესაძლებელია, „ფეისბუქი“ წლების განმავლობაში მომხმარებლებს უსმენდეს, ექსპერტების მოსაზრების შესახებ Independent წერს.

„ფეისბუქის“ აპლიკაცია, შესაძლოა, იყენებდეს მობილურ ტელეფონებს იმისთვის, რომ შეკრიბოს ინფორმაცია, რაზე საუბრობენ ისინი.

„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ მობილური ტელეფონების აპლიკაცია არავის უსმენს, თუმცა აპლიკაციის მეშვეობით იღებენ ინფორმაციას, რას უყურებენ ან უსმენენ მომხმარებლები, რას წერენ სოციალურ ქსელში…

ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი კელი ბერნსი აცხადებს, რომ „ფეისბუქის“ აპლიკაციით შესაძლებელია აუდიო ინფორმაციის შეგროვებაც და შემდეგ ამ ინფორმაციის საფუძველზე მომხმარებლისთვის საინტერესო რეკლამის შეთავაზება.

„ფეისბუქის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ აპლიკაცია არ იღებს აუდიო ინფორმაციას მიკროფონიდან. მომხმარებლებს კი მათთვის საინტერესო რეკლამებს საკუთარ ანგარიშებში მითითებული ინტერესების მიხედვით სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები