ინტერნეტ აპლიკაციები ფეისბუქ მესინჯერი, ვოთსაპი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს. ხარვეზი გლობალურია.
ცნობილია, რომ აღნიშნული აპლიკაციები ფეისბუქს ეკუთვნის. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შეფერხების მიზეზი. პრობლემის შესახებ ფეისბუქსა და ტვიტერზე ათასობით ადამიანი წერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.