მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ განახლებას აგრძელებს. წინ არაერთი სიახლე გველოდება. „ინსტაგრამს“ უკვე ახალი ფუნქცია დაემატა, ასევე მიმდინარე კვირას სოც.ქსელის სახელწოდების შეცვლაც იგეგმება.
„ინსტაგრამს“ ახალი ფუნქცია დაემატა
„ფეისბუქი“ მომდევნო კვირას სახელწოდების შეცვლას გეგმავს
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ „ფეისბუქი“ აღარ გაჩვენებთ, თუ ვინ ნახა თქვენი „სთორი“. მის მნახველებში მხოლოდ ის ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებმაც რეაქცია გამოხატეს, ან დააკომენტარეს ჩვენს „დღის ქრონიკაზე“. აღნიშნული ინფორმაცია, შეტყობინების სახით, უკვე არაერთმა მომხმარებელმა მიიღო და ამაზე „ტვიტერზეც“ აქტიურად საუბრობენ.