„მე Faceebok – ში არასოდეს ვყოფილვარ. მე ვფიქრობ რომ ეს არის შეუმდგარი ადამიანების სამყარო, – ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ “იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც რეჟისორი ამბობს, ის ფიქრობს, რომ ფეისბუქის მიერ წაშლილი გვერდების საქმეში ოპოზიციას, კონკრეტულად კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა თავისი როლი. იმიტომ, რომ ის რეაქცია, რაც მაგალითად კარპენტენს [ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი]ჰქონდა, ჯერ გამოცხადებული არ იყო და იმას უკვე ინტერვიუ ჰქონდა მიცემული… ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს დაგეგმილი იყო წინასწარ”, – აღნიშნა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად მოვლენებს ასწრებენ, ხოლმე, რითაც მათ ქმედებებს ააშკარავებენ.