LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეიკია ეს ვიდეო, ერთი სერიოზული განცხადება მითხარით რაც თქვა და სიმართლეს შეესაბამება – ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას ეხმაურება

69
ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლითაც მან მთავრობას მალტის ვაქცინა შესთავაზა, არასერიოზულს უწოდებს და ფიქრობს, რომ სააკაშვილს “ეს ფეიკი ვიდეო ჩაუწერეს”.

სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ვაქცინის მისაღებად გეგმას სთავაზობს

“როგორც ვიცი, ფეიკია ეს ვიდეო, ჩაუწერეს სააკაშვილს და მისი სახელით დადეს, ვერ გეტყვით, არასერიოზულია. ერთი სერიოზული განცხადება მითხარით რაც თქვა და რაც სიმართლეს შეესაბამება”. — განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის მორიგ ვიდეომიმართვაში მთავრობას შესთავაზა ვაქცინა მალტას სთხოვოს. როგორც მან საკუთარ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, მალტამ ევროკავშირისგან ერთი მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო, ვიდრე სჭირდებოდა და  ახლა აპირებს, ღარიბ ქვეყნებს გადაუნაწილოს, რომელთა სიაშიც საქართველოც შედის. მისი მტკიცებით, საქართველოს მთავრობა მალტას იმის გამო არ მიმართავს, რომ კორუფციაში არიან გარეულნი და დიდი რაოდენობით ფული მოიპარეს.

მალტაში საქართველოს ელჩის, კოტე სურგულაძის განცხადებით კი, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია საქართველოს საელჩოსთან აქვთ და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციები სანდო არ არის. სურგულაძის თქმით, კონსულტაციები ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და იმ პერიოდისთვის მალტას ვაქცინა ჯერ არ ჰქონია.

მალტაში საქართველოს ელჩი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს – რა ხდება ვაქცინის შემოტანაზე