LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეიკ“ სტრუქტურები არიან, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან“– უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის უშიშროებაზე

68
ანდრი იუსოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, რომელმაც დღეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანობვი ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში დაადანაშაულა, „ფეიკ“ სტრუქტურა უწოდეს.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და საგამოძიებო კომიტეტის მთელი საქმიანობა სისულელეა.

„ისინი არიან „ფეიკ“ სტრუქტურები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან, ამიტომ, მათ მორიგ განცხადებებს კომენტარს არ გავუკეთებთ. უცნაურია, რომ ყირიმის ხიდის რაიონში ჯერ კიდევ არ უპოვიათ არანაირი სავიზიტო ბარათი.“ – განაცხადა იუსოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ქერჩის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე რვა ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსი, სამი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.  მათივე ცნობით, დადგენილია კიდევ 12 თანამონაწილის ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები