LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფედია ხვედელიძე, რომელიც ჩვენთან მუშაობდა, საფლავში ბრუნავს და კითხულობს: ჩემი სიძე რას აკეთებსო“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ივანიშვილის მეუღლეს მიმართავენ

641
Untitled design (2)

მეორე დღეა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ

საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის დირექტორთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ითხოვენ, რომ კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად, მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარება გაურკვეველი და დაძაბულია“ – კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ“ – ჯანდაცვის მინისტრი 

„ეკა ხვედელიძეს მივმართავთ, ჩვენთან მუშაობდა მამამისი – ფედია ხვედელიძე, ამ წუთში საფლავში ბრუნავს და კითხულობს – ჩემი სიძე რას აკეთებსო?“ – განაცხადა დღეს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ექიმმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის აუცილებლობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 15 თებერვალს ისაუბრა.

 

 

? ეკა ხვედელიძის მამა, რომელიც ჩვენთან მუშოაბდა, საფლავში ბრუნავს და კითხულობს ჩემი სიძე რას აკეთებსო
? პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 28 მარტი, 2023

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა აქცია გუშინაც გამართეს.

აზარაშვილი: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ

ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს 


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები