როჯერ ფედერერი GQ-ს გამოკითხვით მსოფლიოს ყველაზე სტილური მამაკაცის წოდებისთვის ბრძოლაში ფინალისტი გახდა.
„GQ-ის ვერსიით 2016 წლის ყველაზე სტილური მამაკაცის“ ხმის მიცემის ბოლო რაუნდი დაიწყო. ფინალში ერთმანეთს ებრძვიან როჯერ ფედერერი და ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰიდლსტოუნი.
გამოკითხვის ადრეულ სტადიაზე ბრძოლას გამოეთიშნენ ლებრონ ჯეიმსი, ოდელ ბექჰემ-უმცროსი, დევიდ ბექჰემი, ბრუკლინ ბექჰემი, ხოსეპ გვარდიოლა, რასელ უესტბრუკი.