აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Moderna-სა და Johnson & Johnson -ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. “ბუსტერული” დოზის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
FDA-ს განცხადებით, ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ „ფაიზერის“, „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებიდან ნებისმიერით აიცრან, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით არიან მანამდე ვაქცინირებულები.
ცნობილია, რომ ამ კვირის ბოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო კომიტეტი შეიკრიბება და გასცემს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, ვინ და როდის უნდა მიიღოს ვაქცინების დამატებითი დოზა.