აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდის მკურნალობისთვის Pfizer-ის ანტივირუსულ აბებს – Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა.
ეს არის კოვიდის სამკურნალოდ ავტორიზებული პირველი ანტივირუსული ტაბლეტი, რომელსაც მომხმარებელი სახლშიც გამოიყენებს.
12 წლიდან ასაკის რისკჯგუფში შემავალი პირები ინფიცირებული პირები ტაბლეტის მიღებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეძლებენ. ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია კოვიდის დიაგნოზის დასმიდან და სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში.
Pfizer-ის ცნობით, აღნიშნული აბებით მკურნალობა 89 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკებს. FDA-მ დააზუსტა, რომ Paxlovid არაა განკუთვნილი კოვიდის პრევენციისთვის და არ ანაცვლებს ვაქცინაციას.