კონცერნი Fiat Chrysler Automobiles მფრინავი ავტომობილის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს – ეს იქნება ელექტრონული აპარატი, რომელიც ვერტიკალურად აფრინდება და დაჯდება. ავტომობილი პროექტის ავტორთან, კალიფორნიულ კომპანია Archer–თან ერთად აიწყობა.
FCA–ს პრეს–სამსახურმა კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად უკვე დაადასტურა. სუპერჩუმი მფრინავი აპარატი ეს იქნება ერთადგილიანი კვადროკოპტერი. კორპუსის შემუშავებაზე Archer იზრუნებს, ხოლო კაბინას FCA დაამზადებს.
Archer–ის ოფიციალურ საიტზე მფრინავი ავტომობილის რამდენიმე მახასიათებელი გაამხილეს: მისი მაქსიმალური სიჩქარე 241 კმ/სთ იქნება, ელემენტის სიმძავრე 143 კილოვატ საათია და მანქანას ერთი დამუხტვით 96 კილომეტრის გავლა შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის დამსახურებით Archer მნიშვნელოვან ფინანსებს დაზოგავს: კომპანია FCA–ს არც თუ ისე ძვირადღირებულ სისტემებს, მზა მატერიალებს და ასევე ავტოკონცერნის ტექნიკურ და დიზაინერულ გამოცდილებას გამოიყენებს.
მფრინავი ავტომობილის პირველ პროტოტიპს საზოგადოება უკვე წელს იხილავს, მასობრივი წარმოება კი 2023 წლიდან დაიწყება.
საჰაერო ტრანსპორტის შემუშავებაზე ბევრი სხვა ავტომწარმოებელიც მუშაობს და ექსპერტთა ვარაუდით 20 წლის შემდეგ მფრინავი ავტომობილების ბაზარი 1,5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.