LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fauna land 2 წლის იუბილეს ვიზიტორების გაზრდილი მაჩვენებლით ხვდება

317

პირველი კონტაქტური ზოოპარკი საქართველოში – Fauna land 2 წლის იუბილესთვის ემზადება. კონტაქტური ზოოპარკი დაბადების დღეს 17 თებერვალს, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამებით აღნიშნავს.

როგორც ”ფორტუნას” Fauna land-ში განუცხადეს, 2 წლის განმავლობაში კონტაქტური ზოოპარკის ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. ”მზარდია როგორც ინდივიდუალური კლიენტების, ისე ჯგუფების რაოდენობა. ჩვენს სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მოეფერონ და აჭამონ Fauna land-ის ცხოველებს. გარდა ამისა, მათ თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა გასართობ აქტივობებს ვთავაზობთ, მათ შორის ზოოლოგიის სასწავლო კურსებსაც – ეს ყოველივე კი ბილეთის საფასურში შედის და კლიენტს დამატებით თანხის გადახდა არ უწევს”, – აღნიშნეს Fauna land-ში.

მათივე ინფორმაციით, კონტაქტური ზოოპარკი არის ცოცხალი გამოფენა წვერიანების, რქებიანებისა და კუდიანების . აქ თავმოყრილია დაახლოებით 40-ამდე სახეობის სხვადასხვა ცხოველი. ცოტა ხნის წინ Fauna land-ში 2 ციკანიც დაიბადა.

” Fauna land დაყოფილია 2 დარბაზად – პირველი დარბაზი არის ჯუნგლები -აქ თქვენ ნახავთ ზღარბებს, იგუანას, ქამელეონს, ჩიტებს, კუს, ობობას, ძაღლებს, თევზებს, შინშილას და ნიანგსაც კი . მეორე დარბაზი კი წარმოადგენს ფერმას – აქ ნახავთ: სირაქლემებს, თხას, ზღვის გოჭებს, კურდღლებს, გოჭებს, სხვადასხვა ჯიშის მტრედს, ინდაურებს , იხვებს, წიწილებს, ჩინურ-აბრეშუმის ქათმებს, ენოტს , ბოჩოლას  და სხვა”, – აღნიშნეს კონტაქტურ ზოოპარკში.

ცნობისთვის, Fauna land მუშაობს ყოველდღე 11-დან 20-მდე შესვენების და დასვენების გარეშე. ბილეთის საფასური:  ზრდასრულებისთვის 9 ლარი, ბავშვები სამწლამდე უფასოდ, 3-დან – 14-მდე- 7 ლარი .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები