LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან საფასო პოლიტიკაში უხეში ჩარევა ყოველთვის მოიტანს ზიანს!” – ოთარ აბესაძე მთავრობის ინიციატივის შესახებ

130
ოთარ აბესაძე

“ზღვრული საბითუმო და სარეალიზაციო ფასის დადგენა, სურსათის ან საწვავის კატეგორიაზე, ვისაც პოზიტიური მოვლენა გგონიათ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის თავზე ყველა იგრძნობთ საკუთარ თავზე”, – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეკონომისტი ოთარ აბესაძე.

“როდესაც სურსათზე წესდება ფასის ზედა ზღვარი და საქართველოში შემოდიოდა ბევრი არაურთიერთშემცვლელი, არამედ ხარისხობრივად დიფერენცირებული საქონელი, ადამიანი დგებოდა ალტერნატივის წინაშე, რომ შეეძინა ხარისხიანი და გადაეხადა შესაბამისი თანხა ან ეყიდა დაბალბიუჯეტური და შედარებით უხარისხო საქონელი.

პირობითად, ამოქმედდა ეს კანონი. თქვენ გამოიმუშავეთ დიდი თანხა თქვენი შრომით ან მემკვიდრეობით გერგოთ. თქვენ ვეღარ იყიდით შოკოლად “ტობლერონს”, პასტა “ბარილას” ან ვერ იყიდით ტანსაცმელს “ლაკოსტაში” ან “ბარბერში”. იმიტომ, რომ საქართველოში “შემოგვაპარეს ფასის ზედა ზღვრის კანონი” და პრემიუმ კატეგორიის საქონლის იმპორტიორებს არ უღირთ ამ მარჟაზე მუშაობა. მეტიც, საქონლის სპეციფიკა ვერ აიტანს ზღვრულ ფასს.

“არ გვინდა, ვიღაცას გავუჩინოთ განცდა, თითქოს, მთავრობა ერევა უხეშად ბიზნესის საქმიანობაში” – სურსათზე ფასების დასარეგულირებლად კანონპროექტზე მუშაობა იწყება

მოგიწევთ, შეიძინოთ საშუალო ან დაბალი ხარისხის შოკოლადი ან ტანსაცმელი.

საწვავი, რომელზეც დადგინდება ზღვრული ფასი. ეს გამოიწვევს ბაზარზე დაბალი ხარისხის საწვავის დომინაციას. ხშირად გაიგებთ თქვენი ავტომობილის ძრავის ხმაურს და თავად მოგიწევთ “დროსელის” გაწმენდის სწავლა.

ვეღარ მიიღებთ ბენზინგასამართ სადგურებზე მომსახურებას და მოწესრიგებულ სერვისს.

საქართველოში სურსათის ფასები მეზობელ სომხეთზე სწრაფად იზრდება - Galt & Taggart

"ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება".

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან საფასო პოლიტიკაში უხეში ჩარევა ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის მოიტანს ზიანს ‼️

P.S. თუ მთავრობას მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდა უნდა მან უნდა განახორციელოს შემდეგი რეფორმები.

  1. გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი. ეს მომენტალურად გააიაფებს საწვავს 50 თეთრით.
  2. ინფლაციური ფაქტორებიდან გამომდინარე, შეამციროს გადასახადები. ამით, მეტი ფული დარჩება მოსახლეობაში და ადამიანი შეძლებს დაეწიოს გაზრდილ ხარჯებს.
  3. სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის წარმოება.
  4. ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც დაამარცხებს ინფლაციას და გაზრდილ ფასებს მოსახლეობის ეკონომიკა დაეწევა.

P.P.S. ზემოთ აღნიშნული პრობლემების ძირითადი მიზეზი არის ინფლაცია და გაუკუღმართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა”, – წერს ოთარ აბესაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები