LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაშინიანმა მარგარიტა სიმონიანს და კრემლის სხვა პროპაგანდისტებს სომხეთში შესვლა აუკრძალა

173
Untitled design

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კრემლის პროპაგანდისტებს, მათ შორის RT-ს მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს ქვეყანაში შესვლა კვლავ აუკრძალა.

მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ გუშინ განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყანაში შესვლა სომხეთის ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობის გამო აეკრძალებათ.

სიმონიანთან ერთად, სომხეთში შესვლაზე უარს ეტყვიან Life-ის დამფუძნებელს არამ გაბრელიანოვს და კონსტანტინ ზატულინს.

„სომხეთი სუვერენული ქვეყანაა და უფლება აქვს, მის მიმართ პატივისცემას მოელოდეს. სომხეთს ასევე აქვს უფლება გამოიყენოს სუვერენული მექანიზმები მისი ინტერესების საწინააღმდეგო განზრახვების შემთხვევაში.

ამ ადამიანებს იმის ერთი პროცენტი მაინც რომ გაეკეთებინათ, რაც სომხეთს გაუკეთეს, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, საკუთარ სახლებში ვიზების გარეშე ვერ დაბრუნდებოდნენ“, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოგვიანებით მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა და ფაშინიანს უწოდა „ერის მოღალატე და არარაობა, რომელსაც რუსეთი სძულს და პუტინს ატყუებს“.

მარგარიტა სიმონიანი: არანაირ უკრაინას ჩვენ არ ვეომებით. უკრაინა, როგორც ასეთი, პირველ ორ-სამ დღეში დავამარცხეთ

„როცა რუსეთი ვინმეს ბომბავს, თქვენ გგონიათ ეს პუტინს სიამოვნებს? – მარგარიტა სიმონიანი

„2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ დაუწყებს და ჯარებს არავინ გაგზავნის, არამედ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ“ – კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი

„ამერიკაში სიტყვის თავისუფლება ბევრად შეზღუდულია, ვიდრე კრასნოდარში“ – მარგარიტა სიმონიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები