აზერბაიჯანული მედია ნიკოლ ფაშინიანის ფეისბუქზე გაზიარებულ ფოტოზე წერს. საქმე ეხება ნიკოლ ფაშინიანის მიერ ფეისბუქზე გაზიარებულ ფოტოს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ძირითადად სომხებით დასახლებულ რეგიონში ერთ-ერთ მიტინგზეა გადაღებული და აქვს წარწერა – “javakhk” .
ფაშინიანის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ერთ-ერთია სერიიდან, რომელიც ასახავს სომხების მხარდამჭერ მიტინგებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით იმართება.
აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ ქართველი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს ფაშინიანის ქცევით და ფოტოზე ტოვებენ წარწერას ჰეშთეგით – ჯავახეთისაქართველოა.
აზერბაიჯანულმა მედიამ ფილოლოგ გურამ მარხულიას სტატუსზე გაამახვილა ყურადღება, სადაც ის საუბრობს, რომ ჯავახეთი უძველესი ქართული მხარეა.
ფეისბუქმომხმარებელი დავით ჯაფარიძე წერს.
„თუ თქვენ ტელეფონი გირეკავთ და ნომერი დაფარულია, ნუ უპასუხებთ, ეს ფაშინიანი გირეკავთ, რომელსაც უნდა გაჩვენოთ რუკა დიადი ქვეყნის სომხეთის, რომელიც ჩინეთის კედლიდან იწყება და ატლანტიკის სანაპიროებამდე იშლება. მყარად დადექით“.
ფოტოს კომენტარებში ასევე გვხვდება აზერბაიჯანელების კომენტარებიც. სადაც აზერბაიჯანელებისა და საქართველოს რუკები ერთადაა.
https://www.facebook.com/nikol.pashinyan/photos/a.1895098537477199/2776363969350647/?type=3&theater